|
2017-12-12 10:35:08, 1812 ნახვა
კომენტარი
კელი სააკაშვილზე: მთავარია, სამართლიანი სამართლებრივი პროცესი წარიმართოს
მთავარი ამ საკითხში არის ის, რომ სამართლიანი სამართლებრივი პროცესი წარიმართოს, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა. როგორც იან კელი აცხადებს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. "პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან ყურდღებით ვაკვირდებით ამ საკითხს, ყურადღებით აკვირდება ამერიკის სახელმწიფო დეარტამენტი და ჩემი კოლეგა უკრაინაში. მთავარი ამ საკითხში არის ის, რომ სამართლიანი სამართლებრივი პროცესი წარიმართოს და ყველა ამას დააკვირდება. რაც შეეხება ამ მოვლენების ასახვას საქართველოზე, ის არის საქართველოს ყოფილი მეთაური. ჩვენი ინტერესია, საქართველოს დავეხმაროთ წინ წავიდეს, განვითარდეს და გახდეს უფრო წარმატებული. ძალიან გვიხარია, რომ საქართველო ფოკუსირებულია მომავლზე", - განაცხადა იან კელიმ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 8 დეკემბერს დააკავეს, პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, გუშინ გაათავისუფლა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)