|
2017-12-11 18:38:04, 2366 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29,4 პროცენტით გაიზარდა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ოქტომბერსა და პირველ 10 თვეში ქვეყნის მშპ-ს წინასწარი მაჩვენებლები შეაფასა, რომლის თანახმადაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის ოქტომბერში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.7 პროცენტი, 2017 წლის პირველი ათი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელმა კი - 4.9 პროცენტი შეადგინა. მინისტრმა დადებითად შეაფასა ექსპორტის ზრდის დინამიკა, რომლის თანახმადაც საქართველოდან სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 92 პროცენტით, ფეროშენადნობების - 53 პროცენტით, მინერალური და მტკნარი წყლების - 45 პროცენტით და ღვინისა კი 40 პროცენტით გაიზარდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის ოქტომბერში საქონლის წმინდა ექსპორტის კონტრიბუციამ მშპ-ს რეალურ ზრდაში დაახლოებით 1.6 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მისივე თქმით, საქონლის რეალური წმინდა ექსპორტი დაახლოებით 9%-ით გაუმჯობესდა. როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, მიმდინარე წლის ოქტომბერში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: დამამუშავებელი მრეწველობა - ზრდა 9.7%, წვლილი რეალურ ზრდაში 1.1 პროცენტული პუნქტი, საფინანსო საქმიანობა - ზრდა 13.4%, წვლილი რეალურ ზრდაში 0.4 პროცენტული პუნქტი, სასტუმროები და რესტორნები - ზრდა 20.2% , წვლილი რეალურ ზრდაში 0.4 და სხვ. ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29,4 პროცენტით გაიზარდა და 2,2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. (NS)
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)