|
2017-12-11 18:33:53, 2072 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: რეინვესტირების მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგდა
ბოლო წლებში საქართველოში რეინვესტირების მონაცემი საშუალოდ 200 მლნ-დან 300 მლნ დოლარამდე მერყეობდა. აღნიშნული მაჩვენებლის ზრდაზე გავლენა იქონია საქართველოში ბიზნეს-მეგობრული ფისკალური რეფორმის გატარებამ, კერძოდ, მოგების გადასახადის რეფორმამ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პირველმა ვიცე-პრემიერმა, რომელმაც მიმდინარე ეკონომიკური პარამეტრები შეაჯამა, რეინვესტირების გაზრდილ მაჩვენებელზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კერძო სექტორიდან ბიზნესში318 მლნ აშშ დოლარი იყო რეინვესტირებული, მიმდინარე წელს კი - 591 მლნ აშშ დოლარი, რაც, პრაქტიკულად გაორმაგებასნიშნავს. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ბრუნვასა და გამოშვებაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს 9 თვეში კერძო სექტორშიბრუნვა გაზრდილია 19 პროცენტით, გამოშვება კი - 23 პროცენტით. ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა ახალი კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელზე და ეს მაჩვენებელი დადებითად შეაფასა. მისი თქმით, 2017 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 48,5-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა და ჯამში 5 468 კომპანია დარეგისტრირდა.
(NS)
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)