|
2017-12-11 16:02:56, 2196 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: ივანიშვილმა იკითხოს, თუ უკრაინიდან ხალხი ჩემ თავს გაატანს, მერე დაიწყება თავდავიწყება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინელმა ხალხმა აჩვენა, რომ ბრძოლის უნარი შესწევს. ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. სააკაშვილმა ყველა იმ ადამიანს გადაუხადა მადლობა, ვინც მის მხარდასაჭერად ქუჩაში გავიდა. "უნდა გენახათ, როგორ მიცავდა ხალხი დაკავების დროს. ბოლო დაკავების დროს, ხალხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან აქცია გამართა. გუშინ, შევჩენკოს პარკთან მორიგი მარში გაიმართა, სადაც უამრავი ხალხი იყო გამოსული. მათ აჩვენეს, რომ ჩემს გარეშეც კი შეუძლიათ ბრძოლა. მათ მადლობას ვუხდი. ძალიან მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, ვინც ჩემს გამო გარეთ არის გამოსული. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ქართველს, რომელიც ახლა უკრაინის საელჩოსთან აქციას მართავს. საქართველო არის ჩემი გული და სიყვარული, სიცოცხლეზე მეტად მიყვარს", - განაცხადა სააკაშვილმა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ექსტრადირების არ ეშინია. "ივანიშვილმა იკითხოს, თორემ მე არ მეშინია. თუ უკრაინიდან გამოატანენ ჩემს თავს კი, მაგრამ თუ გამოატანენ ჩემი თავი შემოევლოს ორ ოლიგარქს, მაგრამ მერე? ახლა იწყება მაგათი თავდავიწყებნა. აქ ისეთი გამოცდილება მაქვს მიღებული, რომ ვარდების რევოლუცია მაგათთვის მოგონილია", - განაცხადა სააკაშვილმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)