|
2017-12-11 15:55:29, 2048 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: ბიზნესს ფინანსთა სამინისტროში მომავალი წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეფორმები გავაცანით
„ჩვენ გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები, რომ მოხდეს საბაჟო პროცედურების სრული დიგიტალიზაცია“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან შეხვედრაზე განაცხადა. მამუკა ბახტაძემ გამართულ შეხვედრას ძალიან საინტერესო უწოდა. "შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც ბიზნესს გავაცანით ის ინიციატივები და რეფორმები, რომელსაც ჩვენი სამინისტრო გეგმავს, რომ მომავალ წელს დანერგოს, მოვისმინეთ უკუკავშირი ამ ყველაფერზე. განსაკუთრებული ინტერესის საგანია დღგ- ს ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქართული ბიზნესისთვის, რადგან იგი დაახლოებით, 600 მილიონი ლარის წვდომას მისცემს ჩვენს მეწარმეებს, რაც მათ ძალიან გაუადვილებთ ბიზნესის კეთებას. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც ეხება საბაჟო რეფორმას. ჩვენ გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები, რომ მოხდეს საბაჟო პროცედურების სრული დიგიტალიზაცია და ამ კუთხით მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი მეწარმეებისგან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღგ-ს რეფორმის ნაწილზე ის დეტალურად საუბარს პარლამენტში გამოსვლისას გეგმავს. "ზოგადად, გეტყვით, რომ ეს გულისხმობს ავტომატური დაბრუნების მართვის სისტემის დანერგავს, ისე, რომ ბიზნესს არ ჰქონდეს ბიუროკრატიასთან შეხება. დაახლოებით, 5-7 სამუშაო დღეში მეწარმემ დაიბრუნოს უკან ის, რაც მას ობიექტურად ეკუთვნის", -აღნიშნა ბახტაძემ. (NS)
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)