09:27 - 18 Aug, 2026
|
2017-12-11 14:50:04, 2355 ნახვა
სამართალი
პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს
ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, საქმე ეხება ფონდის დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტს. "საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 13 დეკემბერს, მოწმის სახით გამოსაკითხად გამოძახებულია ააიპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანა“-ს დამფუძნებელი - პაატა ბურჭულაძე. საქმე ეხება ფონდის დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტს. უწყება პირის მოწმის სახით გამოძახების შესახებ, პაატა ბურჭულაძის ოჯახის წევრს ჩაბარდა დღეს 11 დეკემბერს", - აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)