2017-12-09 18:56:01, 2659 ნახვა
მსოფლიო
იერუსალიმთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილება პარიზშიც გააპროტესტეს (ვიდეო)
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში პრო-პალესტინელი დემონსტრანტები ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, - ამის შესახებ RT იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს პალესტინის დროშები და პლაკატები წარწერით: "ბოიკოტი ისრაელს" და "თავისუფლება პალესტინას" აქვთ მიტანილი.
მედიის ცნობით, აქცია რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობს და ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი. დემონსტრანტები ამბობენ, რომ "ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ და ამერიკის პრეზიდენტი ნაცისტების ნაბიჯებს იმეორებენ".
ამასთან, სააგენტო წერს, რომ რესპუბლიკის მოედანზევე ისრაელის მხარდამჭერებიც არიან მისული, თუმცა ბევრად პატარა შემადგენლობით.
ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლას გეგმავს.
ავტორი: ,