|
2017-12-07 14:01:23, 1764 ნახვა
კომენტარი
გახარია: ტრაგიკულ ფაქტამდე ორი კვირით ადრე, თბილისის რამდენიმე სკოლასთან პატრულირება უკვე დაწყებული იყო
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, თბილისის რამოდენიმე სკოლასთან საპატრულო პოლიცია პატრულირებდა. თუმცა, გახარიას თქმით, მაშინ პატრულირების მიზანი დილის საათებში მძიმე ტრაფიკის დარეგულირება იყო. ახლა კი, მისი განმარტებით, თემას უფრო სერიოზულად უნდა მიუდგნენ. ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრი ეთანხმება მოსაზრებას, რომ პოლიციის ადგილი სკოლაში არ არის და ამბობს, რომ მანდატურის სამსახურის გაძლიერების შემდეგ, პოლიციის როლი შეიცვლება: „სანამ ეს სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტი მოხდებოდა, უკვე დაახლოებით ორი კვირით ადრე საპატრულო პოლიციში და შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიღეთ გადაწყვეტილება და რამოდენიმე ეკიპაჟი რამოდენიმე სკოლასთან თბილისის, ეს იყო თუ არ მეშლება დაახლოებით 80-85 სკოლა, პატრულირება უკვე დაწყებული იყო, დილის საათებში მძიმე ტრაფიკის დარეგულირების მიზნით. სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენ ახლა უფრო სერიოზულად ვუდგებით ამ თემას. შესაბამისად, მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გაზარდოს ეფექტურობა მანდატურების სამსახურის და შემდეგ პატრულის როლი აქ შეიცვლება.გვესმის, როცა ამბობენ, რომ არ არის პოლიციის ადგილი სკოლაში და ვეთანხმებით,პოლიციის ადგილი სკოლაში არის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება სამართალდარღვევა, რომლის პრევენციაზეც უნდა იმუშაოს პოლიციამ, სკოლაში უნდა იყოს მანდატურის სამსახური, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს კარგი სამუშაო კომუნიკაცია, აწყობილი შესაბამის უწყებებთან შსს-ში. საუბარია მთელი ქვეყნის მანდატურების სისტემაზე“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)