|
2017-12-06 18:05:08, 1690 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: ბოლოდან იწყებთ, ჯერ ჭერს აშენებთ, შემდეგ საფუძველს და ამის გასაღება გინდათ
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ იმ ამოცანებსა და მიზნებზე ისაუბრა, რაც მთავრობის სტრუქტურულ რეფორმას უდევს საფუძვლად: „რაც შეეხება ამოცანას, ამოცანა არ იცით, ბოლოდან იწყებთ, ჯერ ჭერს აშენებთ, შემდეგ საფუძველს და ამის გასაღება გინდათ. როგორი გამსაღებლებიც იყავით, ყველას კარგად გვახსოვს და გასაღებაში თქვენ ვის უნდა დასდოთ ბრალი, მაგრამ ამაოცანა არსებობს ამ რეფორმების. ეს არის მთავრობის ეფექტურობის და კოორდინაციის ზრდა, მოძრაობა მცირე მთავრობისაკენ. ეკონომიკა ნაკლები ჩარევით უფრო მეტად განვითარდება. კერძო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას ამ ცვლილებებით ექნება მეტი სივრცე, თავისი პოტენციალის ჩართულობის ასამაღლებლად“,-აღნიშნა თალკავაძემ. მან დეპუტატებს ინფორმაცია რესურსების დაზოგვის შესაძლებლობის კუთხითაც მიაწოდა: „თქვენ სპეციალურად ილაპარაკეთ, თითქოს ეს ცვლილებები ისე კეთდება, რომ წარმოდგენა არავის აქვს, რისი დაზოგვა მოხდება. 7-ჯერ რომ გაგიმეორეთ წინა სხდომაზე, რა დაიზოგება,ერთხელ რა იქნებოდა გამოხმაურებოდით? პირობებს დებთ და არ აკეთებთო.თქვენ ამ დარბაზში არ იყავით, როდესაც დიმიტრი ქუმსიშვილმა თქვა, რომ ამ წლის განმავლობაში ჩვენ გავაკეთებთ ადმინისტრაციული ხარჯების შრომის ანაზღაურებაში დანახარჯების ეკონომიას? ეს პირობა ზედმიწევნითაა შესრულებული. ქამრების შემოჭერაზე რომ ლაპარაკობთ, ციფრები მაინც მოიყვანეთ, უთხარით ხალხს, მეტ ფულს კიარ ვხარჯავთ, ნაკლები დავხარჯეთ. მომავალ წელს მთავრობის მიმდინარე ხარჯები მთლიან შიდა პქროდუქტთან მიმართებაში 1,5%-ით მცირდება. წინა წლებია მომდევნო წლების შედარების საფუძველი, აბა რას უნდა შევადაროთ?!
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)