|
2017-12-06 17:18:37, 1540 ნახვა
კომენტარი
ადა მარშანია: რით ვართ დაკავებული, ბოლომდე ვერ გავიგე, ვითომ პარლამენტი გვაქვს ქვეყანაში
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია რამდენიმე დღის წინ, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც ორი მოზარდი გარდაიცვალა. მან სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა და ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც, მისი შეფასებით, ქვეყანაში მსგავსი სისატიკეები ხდება: „გვიფიქრია, რატომ ხდება ასეთი სისასტიკეები ქვეყანაში.მივედით დასკვნამდე, რომ ძალიან დიდი, მძლავრი უსამართლობა სუფევს ჩვენს ქვეყანაში, ბობოქრობს უსამართლობა და ეს ეხება ყველა საკითხს.რას ხედავს ახალგაზრდა ჩვენს ქვეყანაში? ვერაფერს კარგს, ტყუილი, გაუგებარი ხელისუფლება, უფრო მტერი, ვიდრე მეგობარი საზოგადოების და ადამიანების, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ და მკაფიო უსამართლობა. რას ვხედავ მე, ადა მარშანია? რას ვხედავ პარლამენტის დარბაზში? ბატონი ბოკერია გვიზის აქ, თქვენ აქ არ უნდა იჯდეთ. შესანიშნავი ფაქტი იქნებოდა, რომ აქ, პარლამენტის დარბაზში დავიწყოთ სამართლიანობის აღდგენა და სიმართლის თქმა და სინდისიერი მოქმედება.იცით რა იქნებოდა კარგი?! თქვენ (ბოკერიას მიმართავს) რომ ამ ტრიბუნასთან ამობრძანდეთ, ბოდიში მოუხადოთ სრულიად საქართველოს იმის გამო, რაც 9 წლის განამვლობაში ჩაიდინეთ ამ აქვეყანაში, დადოთ თქვენი მანდატი აქ და წახვიდეთ სახლში. რამოდენიმე დღეში „ქართული ოცნების“ მინისტრები თქვენთან უნდა მოვიდნენ საბრალდებო დასკვნით, რომლიც დიდ ხანია დაწერილი უნდა ჰქონდეთ. მივმართავ „ქართულ ოცნებას“-როდემდე ვიცხოვროთ ასე?! ჩვენ არც დებატებში ვიღებთ მონაწილეობას, არც შეკითხვებს ვსვამთ, არც პასუხები გვაინტერესებს მაინც და მაინც, თუმცა ვუსმენდი ყურადღებით და ვრწმუნდები, რომ აბსოლუტურად ფუჭია ჩვენი დღევანდელი აქ ყოფნა. რით ვართ დაკავებული, ბოლომდე ვერ გავიგე. ვითომ პარლამენტი გვაქვს ქვეყანაში“, - აღნიშნა ადა მარშანიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)