20:23 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 15:25:21, 1710 ნახვა

კომენტარი
ბაჩო ახალაია: სააკაშვილის მიმართ უსინდისო ქცევა საქართველოს შეურაცხყოფაა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც ახალაიამ განაცხადა, "ეს ბრძოლა ყველა შემთხვევაში გამარჯვებამდე მივა".

"მიუხედავად იმისა, ვინ რა პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებებს აკეთებს, მე მინდა უბრალოდ ადამიანური, ჩვეულებრივი დამოკიდებულება გამოვხატო ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. პრეზიდენტ სააკაშვილისადმი უსინდისო მიდგომას არ იმსახურებს საქართველო! არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რიგით მერამდენე პრეზიდენტია ადამიანი, მის მიმართ თავხედური, უსინდისო ქცევა საქართველოს შეურაცხყოფაა. ეს საქართველოს ღირსების საკითხია, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სიმბოლოა და ვინც ამ ღირსებას მოეპყრობა უპატივცემულოდ, ის აუცილებლად აგებს პასუხს, იქნება ეს პოროშენკო, ლუცენკო, პუტინი თუ ივანიშვილი", - წერს ახალაია Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics