|
2017-12-04 20:22:12, 2574 ნახვა
სამართალი
უწყებები, სკოლებში მანდატურის სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის კოორდინაციის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ნინო ჯავახაძე და ნათია მეზვრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები - ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და აღნიშნული უწყებების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებაზე, არასრულწლოვანთა სოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამების გააქტიურებასა და ამ პროცესში სხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე. „უწყებები არსებული გამოწვევების დაძლევის მოკლევადიან და გრძელვადიან გზებზე შეთანხმდნენ. მოკლევადიანი გეგმის ფარგლებში გადაწყდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის შეფასება და მისი როლის გაძლიერება. უწყებები, ასევე, შეთანხმდნენ, სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურის სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის კოორდინაციის გაღრმავებაზე, სასკოლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მონიტორინგის პროცესში, საწყის ეტაპზე, საპატრულო პოლიციის მონაწილეობაზე. უმოკლეს ვადებში გაიმართება უწყებების წარმომადგენლების მომდევნო შეხვედრა, სადაც სამუშაო ჯგუფის წევრები მანდატურის სამსახურის გაძლიერების და აღნიშნულ სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის კოორდინირებული მუშაობის საკუთარ ხედვას წარმოადგენენ“,-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)