|
2017-12-04 14:02:12, 1928 ნახვა
კომენტარი
კობა გვენეტაძის განცხადებით, ამ დროისთვის შეუძლებელია იმის თქმა, თუ რატომ გაუფასურდა ლარი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ლარის კურსის გაუფასურებას საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებს უკავშირებს. გვენეტაძის განცხადებით, დღეს შეუძლებელია იმის თქმა, თუ რატომ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა. ამასთან, სებ-ის პრეზიდენტმა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განმარტა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით შეფასების გაკეთება მეოთხე კვარტლის ბოლოს იქნება შესაძლებელი. "თუ შევხედავთ იმ საგარეო ფაქტორებს, რომლებიც დღესდღეობით გვაქვს არის გაუმჯობესება. როგორც წესი როდესაც ჩვენ გვინდა დავადგინოთ თუ რა მოუვიდა ვალუტას, ამისათვის უნდა შევხედოთ საგადამხდელო ბალანსს. საგადამხდელო ბალანსი არის კვარტალური ინფორმაცია, რომელიც საკმაოდ ბევრი ინფორმაციის კრებულია. კვარტლის ბოლოს ხდება ამ ინფორმაციების მიღება. დღესდღეობით რასაც ვუყურებთ ერთადერთი მიზეზი, რომელსაც ვხედავთ არის მოლოდინები. მოლოდინი იყო, რომ შემოდგომაზე ლარი აუცილებლად გაუფასურდებოდა, რომ არჩევნების შემდეგაც აუცილებლად გაუფასურდებოდა. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ვთქვათ მაგალითად - ნოემბერში გვქონდა იმპორტის ზრდა. საბოლოოდ ამასთან დაკავშირებით პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება კვარტლის ბოლოს, როდესაც მთელი ინფორმაცია შეგროვდება, როდესაც საგადამხდელო ბალანსს, მეოთხე კვარტალს დავდებთ და შევხედავთ. მიუხედავად ძალიან დიდი სურვილისა შეუძლებელია დღეს ჩავშალოთ საკითხები, თუ რატომ მოხდა ლარის ასეთი გაუფასურება. წლიური ანგარიშის მოსმენა სწორედ იმიტომ ხდება წლის მეორე ნახევარში, რომ დასაწყისში ამ ინფორმაციის შეგროვება შეუძლებელია. ჩემთვის და ეროვნული ბანკისთვის ერთჯერადი ფაქტორი, რომელსაც კურსის შესუსტება შეეძლო, არ არსებობს", - განაცხადა გვენეტაძემ. ამასთან, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რო მეზობელ ქვეყნებდში ეროვნული ვალუტა ანალოგიურად უფასურდება: "მაგალითად, 2 კვირის წინ თურქული ლირა თავის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია', - დასძინა გვენეტაძემ. შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტი გაუფასურებას განაგრძობს. ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 20 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებაში თითქმის 40 თეთრით გაუფასურდა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)