|
2017-12-04 13:36:35, 2023 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალის განახლების მიმართულებით საქართველოს დახმარებას განაგრძობს
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესებისთვის მსოფლიო ბანკმა დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 4 დეკემბერს, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსების" შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა. პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 16.9 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსით, ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად გათვალისწინებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის ჩუმათელეთიდან ხევამდე, დაახლოებით, 11 კილომეტრიან მონაკვეთზე არსებული ორზოლიანი გზის გაუმჯობესება ოთხზოლიან მაგისტრალად. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)