|
2017-12-04 12:47:08, 1879 ნახვა
კომენტარი
რატიანი: საგანმანათლებლო კულტურული სივრცე უნდა შეიცვალოს და კანონს მივხედოთ
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის შეფასებით, იმისთვის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მსგავსი შემთხვევა მომავალში აღარ განმეორდეს, კანონი უნდა შეიცვალოს. ასევე, რატიანის აზრით, სამუშაოები ჩასატარებელია საგანმანათლებლო- კულტურული მიმართულებითაც: „საჭიროა კომპლექსური მიდგომა, უნდა შეიცვალოს საგანმანათლებლო კულტურული სივრცე და უნდა მივხედოთ კანონს. 2012 წელს საერთოდ მოიშალა მანდატურების ინსტიტუტი. ის იყო დასახვეწი, მაგრამ მას შემდეგ არის ორმაგი დაქვემდებარება. ის ერთი მხრივ სამსახურს ექვემდებარება, მეორე მხრივ დირექტორს. ეს ასე არ უნდა იყოს“,-აღნიშნა რატიანმა. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე 2 დეკემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი იმავე დღეს დააკავა, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული მიმალვაში იმყოფება. ასევე, დღეს შსს-მ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)