19:27 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-02 18:00:33, 1956 ნახვა

კომენტარი
„ლეოგრანდის“ იურისტი: ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით თავადაც მოიწვიოს ექსპერტები

სასტუმრო "ლეოგრანდის" იურისტი კახაბერ წერეთელი აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მზად არის, გამოძიების დასახმარებლად ექსპერტები თავადაც მიიწვიოს.

როგორც იურისტმა "იმედის" ეთერში განაცხადა, თუ იქნება გამოძიების სურვილი მიწვეულ ექსპერტებს დააკავშირებენ.

"ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს და თავს ვალდებულად თვლის ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით თავადაც მოიწვიოს ექსპერტები. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს ექსპერტები, თუ იქნება გამოძიების სურვილი, დავაკავშიროთ გამოძიებასთან, რათა შეძლონ დახმარების გაწევა. ამას ადმინისტრაცია გეგმავს იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მიზეზი, ყველა წვრილმანი და დეტალი, თუ რამ გამოიწვია ეს კატასტროფა, ბუნებრივია ადმინისტრაციისთვისაც საინტერესოა", - განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, 22 კი, დაშავდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics