|
2017-12-02 15:11:38, 2213 ნახვა
კომენტარი
ჩხენკელი: განათლების სამინისტრო ყველაფერს იღონებს, რათა მსგავსი ტრაგედია აღარასდროს დავუშვათ
„სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ყველაფერს იღონებს, რათა აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედია“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. მინისტრი დაღუპული მოსწავლეების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ ყველა ჩვენგანს გვაერთიანებდა იმედი, რომ მოხერხდებოდა მძიმედ დაჭრილი მოსწავლის გადარჩენა. სამწუხაროდ, არაერთი ექიმის თავდაუზოგავი, ოცდაოთხსაათიანი ბრძოლის მიუხედავად, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ოჯახმა, მეგობრებმა, მთლიანად საზოგადოებამ კიდევ ერთი ახალგაზრდა ადამიანი დავკარგეთ. ამ უმძიმეს წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს. სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ყველაფერს იღონებს, რათა აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედია“, - ნათქვამია მიხეილ ჩხენკელის განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ, ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკებისას ორი მოსწავლე დაჭრეს. მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე მოსწავლეს, იგი დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი უკვე დააკავა. უწყების ინფორმაციით, დადაგენილია ჩხუბში მონაწილე კიდევ ერთი პირის ვინაობა, რომლის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)