15:21 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-02 11:48:45, 2816 ნახვა

მსოფლიო
ხორვატმა გენერალმა ჰააგის სასამართლოში თვითმკვლელობა 2 წლის წინ დაგეგმა

ხორვატიის არმიის ყოფილი გენერლი სლობოდან პრალიაკი, რომელმაც ჰააგის ტრიბუნალზე თავი მოიკლა, სუიციდი 2 წლის წინ დაგეგმა, - ამის შესახებ vecernji.hr იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ყოფილმა გენერალმა ტრიბუნალზე კალიუმის ციანიდი დალია.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, პრალიაკმა გამოსამშვიდობებელი წერილიც დატოვა, რომელიც მისმა მეუღლემ და ქალიშვილებმა გაასაჯაროვეს. მანამდე პრალიაკმა ოჯახის წევრებს დაუბარა, რომ წერილი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ წაეკითხათ.

ყოფილმა გენერალმა დაწერა: "არ მჭირდება მე გასვენების ცერემონია, არც კუბო. ჩემი ფერფლი მიროგოის საფლავზე მიმოფანტეთ".

ცნობისთის, მიროგოი გამოჩენილი ადამიანების მემორიალური პარკია და ზაგრების ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა.

შეგახსენებთ, რომ 72 წლის ხორვატმა გენერალმა, ჰააგის სასამართლოში თავი 29 ნოემბერს მოიკლა. როდესაც მოსამართლემ 20-წლიანი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, გენერალმა აღნიშნა, რომ ის არ იყო დამნაშავე და ჭიქით საწამლავი დალია. გენერალ სლობოდან პრალიაკს ბოსნიაში ომის გაჩაღებაში, გენოციდში,  კაცობრიობის წინაღმდეგ დანაშაულში დასდეს ბრალი.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics