|
2017-12-01 15:37:43, 1972 ნახვა
კომენტარი
კალაძე: სპეცოპერაციის დროს დაზარალებულებისთვის 500-500 ლარი გამოიყო, რომ მათთვის პირველადი დახმარება აღმოგვეჩინა
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ რვა ოჯახს, რომლებიც სპეცოპერაციის შედეგად დაზარალდნენ, ოჯახის თითოეულ წევრზე 500-500 ლარი პირველადი დახმარების სახით გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაზარალებულმა ოჯახებმა საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან პირადი ნივთების გამოტანაც ვერ შეძლეს. „მათი საცხოვრებელი ფართები და ყველაფერი, რაც კი ამ ადამიანებს გააჩნდათ, მთლიანად დაიწვა. ელემენტარულად, ტანსაცმლის გამოტანაც კი ვერ მოახერხეს. შესაბამისად, თითოეულ მოქალაქეზე მერიის მხრიდან 500 ლარი გამოიყო, რომ მათთვის პირველადი დახმარება აღმოგვეჩინა“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება ზოგადად გაბრიელ სალოსის გამზირზე არსებულ სიტუაციას, კახა კალაძის თქმით, როგორც კი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება, შენობაში მერიის ლაბორატორია შევა და არსებული კორპუსის შემოწმება მოხდება. „თუ კორპუსი აღდგენას ექვემდებარება, შესაბამის სამუშაოებს დავიწყებთ და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც საჭიროა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ რვა ოჯახს, რომელთაც 22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად საცხოვრებელი სახლები სრულად გაუნადგურდათ, თითოეულ მოქალაქეზე პირველადი დახმარების სახით, 500 ლარი გადაეცემა. დახმარებას გაბრიელ სალოსის გამზირის მე-6 შესახვევის, N9 კორპუსის, მესამე სადარბაზოს I-III სართულზე და მეორე სადარბაზოს მეორე სართულზე მცხოვრები 35 მოქალაქე მიიღებს. მათ დასახმარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 17 500 ლარი გამოიყო.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)