18:21 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 11:10:20, 1942 ნახვა

კომენტარი
მეუფე იაკობი აფხაზეთის საკითხზე რუსეთ-საქართველოს ჯგუფის შექმნაზე: ტრაგიკულს ნურაფერს ხედავთ

„ამაზე ტრაგიკულს ნურაფერს ვხედავთ, თუ ვიღაცა ვიღაცასტან დაილაპარაკებს“,-ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის  მოსკოვში საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა.

„როდესაც რაღაც საკითხებია, ჯგუფები უნდა შეიკრიბონ და იმსჯელონ. შემდეგ ჩვენ ეკლესიაშიც განვიხილავთ. სახელმწიფო ინტერესებსაც უნდა უთანხმდებოდეს და ეკლესიის ინტერესებსაც. ამაზე ტრაგიკულს ნუ ვხედავთ თუ ვიღაცა ვიღაცასთან დაილაპარაკებს. გაჩნია რა შედეგები მოყვება, რადგან ჩვენც შევხედავთ, ეს ჯგუფი მარტო არ იქნება იმ უფლებამოსილებით, რომ თვითონ გადაწყვიტონ, პატრიარქთან შეთანხმების გარეშე ვერაფერს  ვერ გააკეთებს ვერავინ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

ცნობისთვის, ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია დღეს მოსკოვში მიემზგავრება. სამი მღვდელმთავარი რუსეთის დედაქალაში პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.

რაც შეეხება პატრიარქს, ილია მეორე  მოსკოვში ვერ მიემგზავრება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics