|
2017-11-30 19:07:17, 1885 ნახვა
კომენტარი
ლომჯარია: დავიცავ ჩემს მიმართ რადიკალურად განწყობილ ადამიანთა კონსტიტუციურ უფლებებსაც
ნინო ლომჯარია მის სახალხო დამცველად არჩევას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზეც ეხმაურება. ის დეპუტატებს, პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ლომჯარია მზადაა, ყველა ადამიანთან ითანამშრომლოს და განურჩევლად ყველა მოქალაქის უფლებები დაიცვას: „დიდი მადლობა ყველას! ძალიან ემოციურია ჩემთვის ამხელა მხარდაჭერა როგორც საქართველოს პარლამენტის და სხვა პოლიტიკური ძალების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან! ვგრძნობ ყველა მოქალაქის, ინტერესთა ჯგუფების წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას! მადლობა პოლიციას, რომელიც იცავს დღეს ომბუცმების ინსტიტუტის უსაფრთხიებას! მე შევხვდები ყველას ვისაც სურს ჩემთან საუბარი და დავიცავ ჩემ მიმართ რადიკალურად განწყობილ ადამიანთა კონსტიტუციურ უფლებებსაც!“,-წერს ნინო ლომჯარია. პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ლომჯარიას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 5-მა დეპუტატმა მისცა. ლომჯარია უფლებამოსილების შესრულებას 8 დეკემბრიდან შეუდგება. ჯერ კიდევ მოქმედ ომბუდსმენს უჩა ნანუაშვილს კი უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება. ლომჯარია ომბუდსმენის თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს. ნინო ლომჯარია პროფესიით იურისტია. ის მთავარი აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე კი "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო" საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი იყო.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)