|
2017-11-30 17:11:33, 1795 ნახვა
კომენტარი
მარიამ ჯაში: რაც არ უნდა მკვდრები ეძახოთ ჩვენს მინისტრებს, მკვდრეთით ვერასოდეს აღსდგება „ნაცმოძრაობა“
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა, რომელიც სიღარიბეს, მედიკამენტებზე ფასების ზრდას და ბავშვთა შიმშილობას ეხებოდა. „საზოგადოებამ იცის, რომ მე ყოველთვის თავს ვიკავებ პოლემიკაში შესვლისგან არა იმიტომ რომ პასუხები არ მაქვს ოპონენტების მიმართ, არამედ იმიტომ, რომ არ ვაპირებ ჩემი დარჩენილი სამი წ ელი მოვახმარო აბოლუტურად აბსურდულ განცხადებებზე პასუხს, რადგან პასუხი საზოგადოებამ გასცა არჩევნების შედეგებით. არის საკითხები, რომელზეც არ მაქვს უფლება არ დავაფიქსირო სიმართლე და რეალური სტატისტიკა. აქ ძალიან ხშირად ხდება დამახინჯება როგორც დინამიკის, ასევე სტატისტიკის. მინდა შეგახსენოთ რომ 80% ჩვენმა ხელისუფლებამ საპენსიო ასაკის პროგრამის ფარგლებში პენსია გაზარდა. 2019-2020 წლებში იგეგმება დამატებით საპენსიო ანაზღაურება. პირველ რიგში ჩვენი ინტერესია, რომ პენსია იყოს გაზრდილი და ყველა საპენსიო ასაკის მოქალაქეს მაქსიმალური კეთილდღეობა შევუქმნათ. მედიკამენტეებზე როდესაც არის საუბარი და სამედიცინო სერვისებზე ნუ დაგვავიწყდებათ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა სწორედ სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიერ იყო შემუშავებული. ასევე ყოველი მე-6 ბავშვის შიმშილობა, ეს გახლავთ არასწორი სტატისტიკა. არის საუბარი ყოველი მე-6 ბავშვი იყო 2013 წელს სიღარიბეში, შემცირდა ეს მონაცემები გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ და როდესაც არის შიმშილობაზე ლაპარაკი ეს მიკროელემენტებით გამოწვეული შიმშილობაა. ძალიან გთხოვთ საზოგადოება ნუ შეგყავთ შეცდომაში. თქვენ რაც არ უნდა მკვდრები ეძახოთ ჩვენს მინისტრებს, მკვდრეთით ვერასოდეს ვერ აღსდგება „ნაციონალური მოძრაობა“. იმიტომ რომ ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი“,-მიმართა ჯაშმა „ნაციონალურ მოძრაობას“.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)