|
2017-11-30 11:59:57, 1916 ნახვა
ეკონომიკა
თელ-ავივის საფონდო ბირჟაზე ლისტირებული კომპანიის - „ბრიმაგ ჯგუფის“ და „ელიტ ელექტრონიქსის“ წლიური შეხვედრა საქართველოში შედგა
29 ნოემბერს "ელიტ ელექტრონიქსის" აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელმა ბიზნეს ჯგუფმა ისრაელიდან - „ბრიმაგმა“ ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა, საქართველოში გამართა. შეხვედრაზე შეჯამდა „ბრიმაგ“ ჯგუფის მიმდინარე წლის მიღწევები ბიზნეს განვითარების კუთხით და ახალი პროექტები. წლიურ ანგარიშგებაზე განხილულ იქნა მიმდინარე წელი „ბრიმაგ“ ჯგუფისთვის. ასევე მოსალოდნელი დამატებითი ინვესტიციები საქართველოში. ჯგუფი განიხილავს მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტს ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობის თაობაზე. შეხვედრაზე “ელიტ ელექტრონიქსმა” წლიური ანგარიში წარადგინა. „ბრიმაგ“ ჯგუფი „ელიტ ელექტრონიქსთან“ ერთად ინვესტიციებს ახორციელებს რამოდენიმე მიმართულებით. წელს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელ მსოფლიოს #1 ბრენდთან, გერმანულ კომპანია „nobilia“-სთან, რომელიც საქართველოში მომავალი წლიდან გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ 2011 წლიდან „ელიტ ელექტრონიქსის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა „ბრიმაგ ჯგუფი“, რომელმაც რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა კომპანიაში. „ბრიმაგ ჯგუფი“ ევროპის და ისრაელის ბაზარზე ელექტრო ტექნიკის წარმოების და გაყიდვების ერთ-ერთ უმსხვილეს ქსელს ფლობს. „ბრიმაგ ჯგუფის“ აქციები თელ-ავივის საფონდო ბირჟის ლისტინგშია რეგისტრირებული.
(NS)
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)