|
2017-11-30 11:19:28, 2580 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის კონგრესმა რუსულ ტელეკომპანია Russia Today-ს აკრედიტაცია გაუუქმა
რუსული ტელეკომპანია Russia Today-ის ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში აკრედიტაცია გაუუქმეს, - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ტელეკომპანიამ მიიღო. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი ძალაში ცოტა ხნის წინ შევიდა. წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებსა და აგენტებს აკრედიტაციის უფლება არ აქვთ. „კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ RT Network-ს აკრედიტაცია გაუუქმოს. ნებართვა არ გაიცემა ისეთ ორგანიზაციაზე, რომელიც დაქირავებულია რომელიმე უცხო ქვეყნის მტავრობის ან მისი წარმომადგენლის მიერ“,- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში რუსული ტელეკომპანია RT უცხო ქვეყნის აგენტად დაარეგისტრირეს.
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)