|
2017-11-29 12:50:36, 1682 ნახვა
კომენტარი
მეუფე იაკობი: თავისუფლებისკენ მისწრაფების გამო რამდენი წელია რუსეთი ღიად გვეომება
პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთვის არ უღალატია. ამასთან, ქორეპისკოპოსმა დასძინა, რომ რუსეთი რამდენი წელია ღიად გვეომება. მეუფე იაკობმა ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ ისაუბრა. მისივე თქმით,ამერიკაში გამართული შეხვედრების შემდეგ ბევრ რამეს სხვა თვალით შეხედა. „ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით, ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ. თან ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ ვიზიტს იმიტომ ჰქონდა, რომ ნახოს ამერიკამ, ჩვენმა სტრატეგიულმა და ჯერჯერობით ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია იმ გზაზე, რომლისთვისაც ჩვენ ჩვენი თავისუფლების გამო, თავისუფლებისკენ მისწრაფების გამო რამდენი წელია რუსეთი ღიად გვეომება. ამიტომ, ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ნახეს, რომ ეკლესიაც ისე ვართ, რომ არ ვაპირებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებთან რაღაც დათმობებზე წასვლას. თავისუფლების გაყიდვა არაფრად არ გვიღირს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)