|
2017-11-28 19:28:22, 1900 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: ხელისუფლებას ჰყავს სტრასბურგის სასამართლოს მიერ ოფიციალურად აღიარებული პატიმარი მერაბიშვილის სახით
„საქართველოს ხელისუფლებას ჰყავს სტრასბურგის სასამართლოს მიერ ოფიციალურად აღიარებული პატიმარი მერაბიშვილის სახით“, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მერაბიშვილის დაკავება უკანონოდ მოხდა. „დიდმა პალატამ პრაქტიკულად უცვლელად დატოვა სექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ანუ მან განმარტა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი მეხუთე მუხლის პირველ მუხლთან ერთობლიობაში. მერაბიშვილის დაკავება-პატიმრობა ემსახურებოდა არა კონვენციით გათვალისწინებულ საფუძვლებს, არამედ იყო ის უკანონო. ანუ რას ნიშნავს ეს, კონვენციით დადგენილი საფუძვლები არ არსებობდა მისი დაკავება-დაპატიმრების მომენტისთვის“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა. შეგახსენეთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)