|
2017-11-28 14:59:34, 2078 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება
ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, პარლამენტმა აღნიშნული შეთანხმების ტარიფიკაცია 2 კვირის წინ მოახდინა. "მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა სულ რაღაც ორი კვირის წინ აღნიშნულ შეთანხმებას. დღეს ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ბატონმა ჩიან ქემინმა ასევე დაგვიდასტურა, რომ თავისუფალი ვაჭრობა პირველი იანვრიდან ძალაში შევა ჩინეთის ტერიტორიაზე", - განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, ჩინეთთან დღეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. „ჩინეთთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტექნოლოგიური პარკების და ინოვაციების შესახებ. ის თავის თავში მოიაზრებს უკვე ინდუსტრიული სიმძლავრეების რელოკაციას, ანუ საქართველოში გადმოტანას, ერთობლივი სიმძლავრეების შექმნას, იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნას საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა, როგორც გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის, ასევე ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. თავის თავში ეს ითარგმნება, როგორც ახალი სამუშაო ადგილები“, - აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)