11:08 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 13:53:54, 865 ნახვა

სამართალი
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2015 წლის 7 მაისს დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეებს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოხელეთა სახელით ატყუებდა და ყალბი პასპორტის, ასევე, სხვა დოკუმენტების დამზადების სანაცვლოდ  ფულს სძალავდა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი, საქართველოს მოქალაქე  (ი. ა.), ასევე, საქართველოს მოქალაქეს (დ. ბ.) ყალბი დაბადების მოწმობის, პირადობის მოწმობისა და საზღვარგარეთის პასპორტის დამზადებას ჰპირდებოდა და ატყუებდა, რომ ამისთვის საჭირო იყო იუსტიციის სახლში მომუშავე პირებისათვის გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა.

„კერძოდ, დაკავებულმა პიროვნებამ (ი. ა.) საქართველოს მოქალაქეს (დ. ბ.) საქმის მოსაგვარებლად მოსთხოვა 4000 ამერიკული დოლარი, საიდანაც 1000 ამერიკული დოლარი წინასწარ გამოართვა, ვითომდა იუსტიციის სახლის თანამშრომლებისათვის გადასაცემად, და თაღლითურად მიითვისა. 

გენერალურ ინსპექციაში 2015 წლის 6 თებერვლიდან მიმდინარეობს გამოძიება მოხელეთა მიერ შესაძლო ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 338-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან ქრთამის აღების ფაქტს ან დაკავებულ პირთან რაიმე ტიპის კონტაქტს ადგილი არ ჰქონია.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სახელმწიფო მოხელეთა სახელით ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაული სულ ახლახან გამოავლინა და 2015 წლის 20 აპრილს თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე პაკისტანის მოქალაქე დააკავა“, - ნათქვამია გენერალური ინსპექციის განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას და აცხადებს, რომ ნებისმიერ დანაშაულებრივ ფაქტს, რომელთაც სახელმწიფო მოხელის სახელს ამოფარებული  მოქალაქე ჩაიდენს, მოჰყვება მკაცრი რეაგირება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics