06:50 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 14:14:03, 2170 ნახვა

სამართალი
შს მინისტრმა ყოფილი პროკურორი ნათია მეზვრიშვილი მოადგილედ და საპარლამენტო მდივნად დანიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ თავის მოადგილედ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივნად ნათია მეზვრიშვილი დანიშნა.

შსს-ს ინფორმაციით, იგი სამართლის მაგისტრია. 2007-2009 წლებში ნათია მეზვრიშვილი ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო. 2009-2013 წლებში კი საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, კერძოდ: საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი, შს სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი, იურიდიული სამმართველოს უფროსი. 2013 წლის დეკემბრიდან იგი საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ნათია მეზვრიშვილი არის მიწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასისტენტ-პროფესორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics