|
2017-11-28 13:27:19, 1776 ნახვა
კომენტარი
კახიძე: სახალხო დამცველის არჩევის ნაცვლად ჩვენ გვაქვს სახალხო დამცველის დამტკიცების პროცესი
"სახალხო დამცველის არჩევის ნაცვლად ჩვენ გვაქვს სახალხო დამცველის დამტკიცების პროცესი",-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა. კახიძის თქმით, საპარლამენტო უმცირესობასთან სახალხო დამცველის კანდიდატურის თაობაზე კონსულტაციები არ ყოფილა: ‘’საპარლამენტო უმრავლესობამ, იმის ნაცვლად რომ მომხდარიყო სახალხო დამცველის შერჩევა, როგორც მოგეხსენებათ ოთხი კანდიდატი იყო წარმოდგენილი სამოქალაქო სექტორის მხრიდან, პრაქტიკულად კულვარულად ჩუმად შეარჩია თავისი ფავორიტი კანდიდატი. სახალხო დამცველის არჩევის ნაცვლად ჩვენ ახლა გვაქვს სახალხო დამცველის დამტკიცების პროცესი უკვე შერჩეული კანდიდატის. საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციები არ ყოფილა, ჩვენ ვერ მოვუსმინეთ ოთხივე კანდიდადტს, რომ შეგვედარებინა მათი ხედვა სხვადასხვა საკითხზე. შესაბამისად საპარლამენტო უმცირესობა ვერ ხედავს აზრს, მონაწილეობა მიიღოს არა არჩევის, არამედ დამტკიცების ფორმალურ პროცესში. თავად კანდიდატუარს რაც შეეხება, პერსონალიებში არ არის საქმე. ნინო ლომჯარიასთან ამ შემთხვევაში ჩვენ არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს, პრეტენზიები გვაქვს პროცესთან, რომელიც არადემოკრატიუალდ წარმართა საპარლამენტო უმრავლესობამ",-აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთო კახიძემ. საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის პოზიციაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა ოფიციალურად გუშინ წარადგინა. კანდიდატურის ინიცირებას ხელს უმრავლესობაში შემავალი ყველა ფრაქციის ხელმძღვანელი აწერს. ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იყო. კონსტიტუციის თანახმად, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)