|
2017-11-27 18:05:45, 2201 ნახვა
ეკონომიკა
სემეკმა GWP სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, 5 000 ლარით დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) GWP სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 5000 ლარით დააჯარიმა. სემეკის მიერ დადგინდა, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებელთა განაცხადების ვადაში დასრულებას ხელოვნურად ახდენდა. „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ 2017 წლის პირველი იანვრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, კომისიის მიერ შემუშავებულ ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირებული ჰქონდა 1057 ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების განაცხადის დროულად დასრულება. თუმცა,აქედან მხოლოდ 113 იყო დასრულებული მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვების აქტით. 2016 წლის 25 ივლისის №13 დადგენილებით კომისიის მიერ დამტკიცდა „მომსახურების კომერციული ხარისხის წესები“ აღნიშნული დადგენილების თანახმად, საწარმოები, მათ შორის წყალმომარაგების ლიცენზიატები, ვალდებულნი არიან აწარმოონ ელექტრონული ჟურნალი“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ელექტრონული ჟურნალი არის კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა, რომლის მეშვეობითაც კომისია რეალური დროის რეჟიმში ახორციელებს კონტროლს კომპანიების მიერ წესების შესრულებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)