|
2017-11-27 12:58:04, 1733 ნახვა
კომენტარი
გროისმანი: უკრაინა არის და იქნება საიმედო სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის
„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინა არის და იქნება საიმედო სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც უკრაინაზეა დამოკიდებული, რათა გავაძლიეროთ ეს მხარდაჭერა“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა ქართველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გროისმანის თქმით, საქართველოში მისი პირველი ვიზიტი ხელს შეუწყობს ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში. „მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში მოწვევისთვის. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი მეგობრულ ქვეყანაში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო და ქართველ ხალხს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის უპირობო მხარდაჭერისთვის. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ ძალისხმევის კოორდინაციას საერთაშორისო არენაზე. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინა არის და იქნება საიმედო სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც უკრაინაზეა დამოკიდებული, რათა გავაძლიეროთ ეს მხარდაჭერა. გავმართეთ ძალიან ეფექტური და ხარისხიანი მოლაპარაკებები ბატონ პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან. ჩვენ აღვნიშნეთ რამდენიმე მთავარი მიმართულება. კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი ჩვენს ხალხებს შორის არსებულ თბილ და მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ავაშენოთ სხვადასხვა სფეროში აბსოლუტურად ხარისხიანი პოლიტიკა”,-განაცხადა გროისმანმა.
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)