06:50 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 10:01:27, 2553 ნახვა

სამართალი
ფოტოზე, რომელიც „იმედმა“ მოიპოვა, სავარაუდოდ ფეხის პროთეზი ჩანს, რაც ჩატაევის შესახებ ეჭვს ამყარებს

ტელეკომპანია „იმედი“  ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის ადგილზე გადაღებულ ექსკლუზიურ ფოტომასალას ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ერთ-ერთ ფოტოზე  ასახულია სავარაუდოდ  იმ პირის ცხედრის ნაწილები, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით თავი აიფეთქა.

„ ეს ფოტო, რამდენიმე დეტალზე დაკვირვებით შესაძლოა ამყარებდეს ვერსიას ტერორისტებს შორის  აჰმედ ჩატაევის არსებობის შესახებ. ფოტოზე ჩანს სავარაუდოდ ფეხის პროთეზი, უფრო ზუსტად, ფეხსაცმელი და პროთეზის ნაწილი. ცნობილია, რომ აჰმედ ჩატაევმა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მარცხენა ფეხი დაკარგა“,-აცხადებს ტელეკომპანია „ იმედის“ ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი.

ცნობისთვის, არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე აჰმედ ჩატაევია. ის "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics