16:19 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 15:31:14, 2058 ნახვა

კომენტარი
კობახიძის განცხადებით, ქორწინების კონსტიტუციური დეფინიცია საქართველოში მის სოციალურ აღქმას შეესაბამება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქორწინებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მიდგომა არსებობს.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მიდგომის თანახმად, ქორწინების სამართლებრივი დეფინიცია მის სოციალურ აღქმას უნდა შეესაბამებოდეს.

„ეს ჩანაწერი შეგიძლიათ ამოიკითხოთ არაერთი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ევროპის მასშტაბით. გადავწყვიტეთ, ზუსტად ამ დეფინიციით გვეხელმძღვანელა. კერძოდ, ის ჩანაწერი, რომელიც არის დაზუსტებული კონსტიტუციაში, რომელიც მანამდე ისედაც იყო გაწერილი კანონის დონზე, გაგვეწერა უკვე კონსტიტუციის დონეზე“,-აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ  მოცემული  კონსტიტუციური დეფინიცია  საქართველოში ქორწინების სოციალურ აღქმას  შეესაბამება.

„ ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური სოციალური ასპექტების   დაკავშირება დეფინიციის დაზუსტებასთან. ძალიან ხშირად გამოიყენება ხოლმე ეს ბუნდოვანება ჩვენს კონსტიტუციაში სპეკულაციებისთვის, მანიპულაციებისთვის,  მათ შორის ჩვენი არაკეთილმოსურნე ძალების მხრიდან. ჩვენი ერთ-ერთი ერთ-ერთი ამოცანა იყო, რომ ასეთი საფუძველი სპეკულაციებისთვის და მანიპულაციებისთვის გამოგვეცალა ხელიდან შესაბამისი ძალებისთვის“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 რაც შეეხება რაიმე რისკს დისკრიმინაციის კუთხით, კობახიძე ამბობს, რომ აღნიშნული ჩანაწერი არავითარ დისკრიმინაციას არ წაახალისებს:

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, არა მარტო შეგრძნებიდან გამომდინარე, არამედ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომ ეს ახალი ჩანაწერი არავითარ დისკრიმინაციას არ წაახალისებს, პირიქით,  გამოეცლებათ შესაბამის ძალებს ყოველგვარი საბაბი და საფუძველი იმისათვის, რომ გააღვივონ ჰომოფობია ჩვენს ქვეყანაში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციის 30-ე მუხლის ახალ რედაქციაში აღნიშნულია, რომ ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics