|
2017-11-24 14:53:27, 2092 ნახვა
სამართალი
პროკურორი: სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ცხედრების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა
პროკურორის ირაკლი მარშანიას ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ცხედრების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუმარტა, გარდაცვლილების ვინაობა ატ ეტაპზე ჯერ უცნობია. "მოცემულ ეტაპზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერტიზები. ამ ეტაპზე პირების ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის", - განაცხადა ირაკლი მარშანიამ. შეგახსენებთ, რომ 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც 20 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სპეცოპერაციის შედეგად 3 ეჭვმიტანილის ლიკვიდირება მოხერხდა. ასევე ერთი ბოროტმოქმედი დაკავებულია. აღნიშნული სპეცოპერაციის დროს დაშავდა 4 სამართალდამცველი, ხოლო ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა. ცნობისთვის, გარდაცვლილი ეჭვმიტანილების ცხედრები პროზექტურაში გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)