|
2017-11-23 17:00:21, 1883 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, შესაძლოა, სხვადასხვა ფორმატში განხილვები შედგეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სპეცოპერაციის განსახილველად საპარლამენტო ფორმატის გამოყენების საკითხი შესაძლოა, სამართალდამცავი ორგანოებისგან კონკრეტული ინფორმაციის მიღების შემდეგ გადაწყდეს. პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, ამასთან დაკავშირებით განხილვები სხვადასხვა ფორმატში შედგეს. „პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახის წევრებს და მწუხარება გამოვთქვა ამის გამო. მინდა, დაჭრილებს ვუსურვო მალე გამოჯანმრთელება. რაც შეეხება სპეცოპერაციას, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეიძლება, შედგეს განხილვები სხვადასხვა ფორმატში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით კონკრეტულ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან, ეს არის მათი პრეროგატივა. დეტალებთან დაკავშირებით, ისინი მოგვაწვდიან ინფორმაციას და ამის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს, თუ რამდენად იქნება საჭირო, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატის გამოყენება ამ საკითხის განსახილველად. კითხვები არსებობს და ჯერჯერობით, დაზუსტებული ინფორმაცია, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მოგვაწოდონ ჩვენ დაზუსტებული ინფორმაცია ამ ოპერაციასთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, უნდა გაგრძელდეს თუ არა განხილვები და რა ფორმატში უნდა გაგრძელდეს განხილვები ამ საკითხთან დაკავშირებით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩატარებული სპეცოპერაცია გამოცდილმა ადამიანებმა უნდა შეაფასონ. „მე არ ვარ ამ საქმის ექსპერტი. გამოდიან ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ, იბრალებენ ექსპერტობას ამ სფეროში. ყველას ვურჩევდი, რომ ასეთი შეფასებებისგან თავი შეიკავონ. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მე ასეთ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ეს საკითხი უნდა შეფასდეს იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც აქვს შესაბამის გამოცდილება ამ კუთხით და პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)