15:18 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 16:39:35, 2425 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი: მთავარია, პარლამენტმა ომბუდსმენად სამოქალაქო სექტორისთვის მისაღები კანდიდატი დაასახელოს

 „ვფიქრობ, რომ ის კანდიდატები, რომლებიც დასახელებულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, არიან საკმაოდ ღირსეული კანდიდატები“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილმა კანდიდატებმა თავიანთი საქმიანობის განმავლობაში, ადამიანის უფლებების მიმართ ერთგულება დაამტკიცეს.

„ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორმა მნიშვნელოვანი და პოზიტიური პროცესი გაიარა, როდესაც ოთხ კანდიდატზე ჩამოყალიბდა. მივიჩნევ, რომ პარლამენტის მხრიდანაც იქნება ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება, თუ გაითვალისწინებს ამ შემოთავაზებას და სახალხო დამცველი შემოთავაზებული კანდიდატებიდან დასახელდება, ვინაიდან, სახალხო დამცველი, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ორგანო და თანამდებობის პირია, ის ყველაზე ახლოს არის სამოქალაქო სექტორთან და ყველაზე მჭიდროდ მას უწევს სწორედ სხვა კონსტიტუციური ორგანოებიდან არასამთავრობო სექტორთან საქმიანობა. იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეჯერდება ამ ოთხიდან რომელიმე კანდიდატზე, მე კონკრეტული, გამოკვეთილი ფავორიტები არ მყავს. მთავარია, რომ არასამთავრობო სექტორისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მისაღები პირებიდან ერთ-ერთის დასახელება მოხდეს პარლამენტის მიერ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის თავმჯდომარეს სახალხო დამცველის პოსტზე 4 კანდიდატურა შესთავაზეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics