06:13 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 15:36:18, 2375 ნახვა

სამართალი
შს მინისტრი გიორგი გახარია სპეცოპერაციის ადგილზე მივიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გაბრიელ სალოსის გამზირზე მივიდა, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.

მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

„ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე ამ დრომდე პერიოდულად ისმის სროლის და აფეთქებების ხმა.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა იმ კორპუსზე მიიტანა შტურმი, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები არიან გამაგრებული. ისინი სამართალდამცველების მიმართულებით პერიოდულად ცეცხლს ხსნიან და ფანჯრიდან ხელყუმბარებს აგდებენ.

ადგილზე სპეცრაზმის გარდა ძალოვანი სტრუქტურების სხვადასხვა დანაყოფებია მობილიზებული. სპეცოპერაციაში ჩართული არიან ასევე ჯავშანმანქანები.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ სპეცოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს კიდევ ერთი სამართალდამცველი დაიჭრა, თუმცა ამ ინფორმაციას უწყებები არ ადასტურებენ.

სპეცოპერაციის შედეგად ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პირია დაკავებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics