|
2017-11-22 12:05:24, 2001 ნახვა
სამართალი
სპეცოპერაციის ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, კორპუსებიდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. მოქალაქეები ტერიტორიას სპეცრაზმის და სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ ტოვებენ. კორპუსიდან, სადაც ეჭვმიტანილები იმყოფებიან, მოსახლეობა სამართალდამცველებმა გვიან ღამით, სპეცოპერაციის დაწყებისთანავე გამოიყვანეს. ამ დროისთვის კი, ტერიტორიიდან მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებლებიც გამოდიან. შეგახსენებთ, ბერი გაბრიელს სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაცია 16 საათზე მეტია მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველებს და ეჭვმიტანილ პირებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. ისმოდა სროლის და აფეთქებების ხმა. ამასთან, იმ კორპუსის მესამე და მეოთხე სართულზე, სადაც ეჭვმიტანილები იმყოფებიან ხანძარი გაჩნდა. ცოტა ხნის წინ სპეცოპერაციის ადგილზე ჯავშანტექნიკაც შეიყვანეს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)