|
2017-11-21 15:34:14, 1835 ნახვა
კომენტარი
საქართველოს ელჩი გამორიცხავს, რომ უკრაინიდან ქართველი ჟურნალისტების გამოძევება სააკაშვილთან კავშირის გამო მოხდა
უკრაინაში საქართველოს ელჩის გელა დუმბაძის განცხადებით, ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევების საკითხი უკრაინის შიდა საქმიანობაა. როგორც დუმბაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში აღნიშნა, კიევში საქართველოს საელჩო მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით მყისიერ რეაგირებას ახდენს. ამასთან, ელჩი გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მოქალაქეები ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან კავშირის გამო გააძევეს. „უკრაინის მხარემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ამ მოქალაქეების საქმიანობა, უკრაინის უსაფრთხოების ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და ამით აიხსნა ინფორმაციის ნაკლებობა. საელჩოს უწყვეტი კომუნიკაცია ჰქონდა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ასევე უშიშროების საიმიგრაციო სამსახურებთან. მინდა გითხრათ, რომ ცალკე ამ საკითხთან დაკავშირებით გაიგზავნა ნოტა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ხვალ პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ გროისმანის დავალებით, შედგება ჩემი შეხვედრა ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის უფროსთან, სადაც ეს საკითხები იქნება განხილული. ასევე ცალკე თემად დავაყენებთ, საელჩოს დროულ ინფორმირებას მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით. ყველა ქვეყანას აქვს უფლება სხვადასხვა ფორმით გამოხატოს თავისი გადაწყვეტილება. ეს არის უკრაინის შიდა საქმიანობა. როდესაც საუბარი არის ფორმულირებაზე, კონკრეტულად იმის ხაზგასმას, რომ ეს პიროვნებები იყვნენ რაიმე კავშირში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან ან მის პოლიტიკურ საქმიანობასთან, ამას მოცემულ ეტაპზე ადგილი არ აქვს", - განაცხადა გელა დუმბაძემ.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)