|
2017-11-21 10:51:13, 1965 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერი ფრანსუა დავენი იქნება
28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სესიის „ელექტრონული ვაჭრობა“ ერთ-ერთი სპიკერი ფრანსუა დავენი იქნება. ფრანსუა დავენი 2013 წლიდან არის რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვის სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების (OTIF) გენერალური მდივანი. ის საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების რეგულაციების განვითარებისთვის უზრუნველყოფს პარტნიორების მოძიებას და წარმართავს ინტერდისციპლინარულ სამუშაოებს. აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევამდე, დავენი საფრანგეთის ტრანსპორტის სამინისტროში სარკინიგზო უსაფრთხოებისა და რეგულაციების საკითხებზე მუშაობდა. ფრანსუა დავენი არის საფრანგეთის ეროვნული სატელეკომუნიკაციო და ადმინისტრაციის სკოლების კურსდამთავრებული. საერთაშორისო სატელიტურ ტელეკომუნიკაციებში მიღებული გამოცდილების შემდეგ, მან საფრანგეთის საბინაო სექტორის ძირითადი საოპერაციო პროგრამები შექმნა. http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/trade-facilitation-along-belt-and-road-initiative-session-ii/155-francois-davenne (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)