|
2017-11-17 15:59:24, 1585 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველო თავისი ბიზნესკლიმატით გამოირჩევა
„საქართველო თავისი ბიზნესკლიმატით გამოირჩევა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ამ მხრივ, თავისუფალი ბაზარია, სადაც ყველა მოთამაშეს აქვს შესაძლებლობა, თანასწორი უფლებებით ისარგებლოს“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციაზე „კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“ გამოსვლისას განაცხადა. აღნიშნული კონფერენცია, რომელიც წელს პირველად ჩატარდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. თავის გამოსვლაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს ბოლოდროინდელ წარმატებებზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის, მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების რეიტინგში“, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის პირველად გადავიდა მე-9 ადგილზე, ხოლო ფრეზერის ინსტიტუტის „ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის“ თანახმად, საქართველო მსოფლიოში მე-5-ეა. „ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, შეზღუდვა არ არის,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა ქვეყანაში თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობის მიმართულებით. საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, კომპანია „IOS Partners“ და საქართველოს კონკურენციის ინსტიტუტი. (NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)