|
2017-11-17 15:21:27, 1983 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის მინისტრს ვლადიმირ კოლტოვიჩს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღინიშნა, რომ 2017 წლის პირველ 9 თვეში სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 24 პროცენტით, ექსპორტი კი - 50 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული პროგრესის მიუხედავად, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ბელარუსის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტის შემდგომი ზრდის პოტენციალი ძალიან დიდია. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი, რათა გაგრძელდეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ორმხრივი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)