14:27 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 18:28:13, 1902 ნახვა

კომენტარი
კოჟორიძე: გვავიწყდება, რომ არსად, მაღალი თანამდებობის პირები ომბუდსმენს არ აკრიტიკებენ

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, არსად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები სახალხო დამცველს არ აკრიტიკებენ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სახალხო დამცველი ასრულებს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას.

,,ჩვენ ერთი მხრივ,  ვამბობთ,  რომ გვინდა ევროპული სტანდარტებით ვიცხოვროთ და მეორე მხრივ,  გვავიწყდება, რომ არსად, ევროპაში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები სახალხო დამცველს არ აკრიტიკებენ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სახალხო დამცველი ასრულებს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას. ჩვენ გვახსოვს წლების წინ,  როცა სახალხო დამცველს მიტინგის დარბევის დროს ვცემდით.  დღეს აღარ ვცემთ და შეიძლება ვიღაცისთვის ეს პროგრესის მიმანიშნებელი იყოს.  თუმცა,  სინამდვილეში,  ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დემონსტრირება იმისა, რომ არ გვესმის კარგად რა არის სახალხო დამცველის მანდატის კონსტიტუციური არსი. სახალხო დამცველისთვის ყველა ადამიანი თანასწორია და თუ უფლებები ირღვევა,  მისთვის აბსოლუტურად არაფერს უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. ის უნდა იყოს ყოველთვის კრიტიკული და დიახ ზოგჯერ მწვავედ კრიტიკული, როცა ეს საჭიროა“, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics