|
2017-11-14 16:11:21, 1927 ნახვა
კომენტარი
გოკა გაბაშვილი: ილუზია არ მაქვს, რომ საკრებულოში გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა გვექნება
საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველო" წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, საკრებულოში "აბსოლუტური მონოპოლიაა". როგორც გაბაშვილმა აღნიშნა, მას არ აქვს ულუზია, რომ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ოპოზიციას რაიმე გავლენა ექნება. „დღეს აბსოლუტურად ერთპარტიული მონოპოლიაა საკრებულოში, რაც ჩვენ მივიღეთ ამ არჩევნებით, რომელიც ყველამ ვნახეთ რა მეთოდებით და გზებით ჩაატარა ხელისუფლებამ. ილუზია არ მაქვს, რომ საკრებულოში გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა გვექნება, მაგრამ ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ფუნქციას და გარკვევით და ხმამაღლა ვიტყვით ყველა იმ საკითზე რაც მოსახლეობას აწუხებს. ჩვენ არ გვჭირდება არც პოსტები და არც თანამდებობები აქ არსებულ კომისიებში. ჩვენ ყურადღებით გავეცნობით ყველა იმ საკითხს, რომელიც საკრებულოში შემოვა. ზოგადად კარგი ჟესტია როცა ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციის ჩართვას პროცესებში, მაგრამ ეს სამწუხაროდ, არ შედის ქართული ოცნების გეგმებში“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)