|
2017-11-14 11:42:35, 1714 ნახვა
კომენტარი
ალიბეგაშვილი ახლადარჩეულ საკრებულოს: მინდა, მომავალი ოთხი წელი თბილისზე ფიქრში გაატაროთ
გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის საკრებულოს პირველ სხდომაზე ახლადარჩეულ წევრებს სიტყვით მიმართა. მან საკრებულოს დეპუტატებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ალიბეგაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საკრებულომ დედაქალაქის განვითარებაზე და მოსახლეობის პრობლემებზე იყოს ორიენტირებული. „ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც ჩემმა გუნდმა გამომიცხადა ნდობა 2014 წელს. მე ვასრულებდი ძალიან საპატიო მისიას. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, წარმატება ვუსურვო თბილისის ახლადარჩეულ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს. მინდა თბილისზე ფიქრში გაატაროთ ეს ოთხი წელი. ვისურვებდი, გეფიქრათ არა ერთმანეთის ჯიბრზე, არამედ ქალაქის განვითარებაზე. მნიშვნელოვანია მეტი კონსტრუქციულობა და მეტად გათვალისწინება ჩვენი მოსახლეობის პრობლემების“, -განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. მას საკრებულოს წევრობის უფლებამოსილება დღევანდელ სხდომაზე შეუწყდება. გიორგი ალიბეგაშვილი ენის სახელმწიფო დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. „ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისთვის ახალ სამსახურს დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა. საკრებულოს სხდომაზე ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული. მეექვსე მოწვევის საკრებულოს სხდომას ახლადარჩეული უხუცესი წევრი ფრიდონ ინჯია უძღვება.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)