|
2017-11-10 17:16:11, 1982 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისიის ანგარიშში უვიზო მიმოსვლის პირველი თვეების შედეგები წარმატებულად შეფასდა
ევროკომისიამ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ გახორციელებული ფართომასშტაბიანი რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში უვიზო მიმოსვლის პირველი თვეების შედეგები წარმატებულად ფასდება. „მნიშვნელოვანი ეტაპია 2017 წლის 28 მარტს, შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტის განხორციელებისთვის მიღებული უვიზო რეჟიმი. ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ წარმართული დიალოგი წარმატებული ფართო-მასშტაბიანი რეფორმების შემდგომი წარმოების ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდა. 2017 წელს, საქართველომ გააგრძელა მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება, ისევე როგორც მიგრაციის ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვა“- აღნიშნულია დოკუმენტის შეჯამებით ნაწილში. ინფორმაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. (NS)
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)