08:53 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 15:56:10, 2015 ნახვა

ეკონომიკა
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველო DCFTA-ის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს

ევროკომისიის 2017 წლის ანგარიშის შესაბამისად, საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით განსაზღვრულ ვადებში. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პროგრესი იქნა მიღწეული სხვადასხვა მიმართულებით.

ანგარიშში აქცენტი გაკეთებულია ვაჭრობის სფეროში მიღწეულ შედეგებზე, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო დაახლოება საქართველოს შესაძლებლობას აძლევს,  აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო ღირებულებათა ჯაჭვში. ანგარიშში ნათქვამია, რომ გატარდა ღონისძიებები ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით: ა) მეტროლოგიის სფეროში მოხდა სათანადო მიკვლევადობის უზრუნველყოფა; ბ) განხორციელდა აკრედიტაციის სისტემის საერთაშორისო აღიარება, რითიც მნიშვნელოვნად იზრდება ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე; გ)  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განხორციელდა იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების იდენტიფიცირება, რომელიც საჭიროა ბაზარზე ზედამხედველობის  სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფად.

ევროკომისიის ანგარიშში საუბარია ასევე საქართველოს მიერ საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებზე, მათ შორის აღნიშნულია ახალი საბაჟო კოდექსის მომზადების კუთხით გაწეული სამუშაო. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ საქართველო მიუერთდა წარმოშობის წესების შესახებ პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის კონვენციას, რაც შესაძლებელს ხდის კუმულაციური წარმოშობის წესების ამოქმედებას DCFTA-ის ფარგლებში.

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველო ახორციელებს საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ რეფორმებს ევროკავშირის საერთო სატრანზიტო პროცედურებისა და ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ კონვენციებთან მიერთების მიზნით. ამ კუთხით, ევროკავშირი საქართველოს მხარს უჭერს შესაბამისი დაძმობილების (twinning) პროექტის მეშვეობით. ასევე, ხაზგასმულია, რომ მომზადების პროცესშია საზღვარზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობა, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირში არსებულ წესებთან.

ანგარიშში აღნიშნულია პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ შეთანხმებასთან მიერთების კუთხით.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics