10:48 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 14:09:42, 2390 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი: ასე თუ ისე, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა სამიტის კულუარებში შედგება

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლისა და თეთრი სახლის პროტოკოლის სამსახურები ორი ქვეყნის პრეზიდენტის სრულყოფილი შეხვედრის შესაძლებლობის განხილვას განაგრძობენ, - ამის შესახებ Ria იუწყება.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, ამერიკელი კოლეგებისგან  წინააღმდეგობრივ ინფორმაციას იღებენ.

„პროტოკოლის სამსახურების მეშვეობით განვაგრძობთ აღნიშნული საკითხის განხილვას. გარკვეულობა ამ საკითხში ჯერჯერობით არ არის. ამერიკელი კოლეგებისგან წინააღმდეგობრივ ინფორმაციას ვიღებთ. ასეა თუ ისე, კულუარებში შეხვედრა შედგება“, - განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ "შეხვდრა მნიშვნელოვანია, თუმცა არა მთავარი".

ცნობისთვის, მანამდე ვრცელდებოდა ინფომრაცია, რომ დღეს ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდებოდნენ. შეხვედრა აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში უნდა გამართულიყო. მოგვიანებით თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეხვედრა დონალდ ტრამპის გადატვირთული განრიგის გამო ვერ შედგება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics