03:24 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 13:34:01, 2047 ნახვა

სამართალი
N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი“ ნაწყვეტების ჩვენება მოეწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებას ფილმ „ექვთიმე ღვთისკაცის" რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ესტუმრა და ფილმის ნაწყვეტების ჩვენება გაიმართა.

ფილმი „ექვთიმე ღვთისკაცი“ ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. ფილმის ნაწყვეტების ჩვენება პირველად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა. ფილმზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს და ის კინოთეატრებში უახლოეს მომავალში გამოვა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ჩვენების დასრულების შემდეგ ვიქტორინა გაიმართა. სტუმრებმა მსჯავრდებულებს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების შესახებ დაუსვეს კითხვები. სწორი პასუხების ავტორებმა სტუმრებისგან საჩუქრები მიიღეს.

რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ აღნიშნა, რომ ფილმის ნაწყვეტების ჩვენება ქალბატონებისთვის საინტერესო, ხოლო შემოქმედებითი ჯგუფისთვის -  მსჯავრდებულთა ემოციები და შეფასება მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა. მისი თქმით, ის მზად არის, მომავალშიც ითანამშრომლოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა დაწესებულებებში მსგავსი კულტურული აქტივობების გამართვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ფილმი ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა. არანაკლებ საინტერესო იყო ფილმის დასრულების შემდეგ გამართული დისკუსია და ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობაზე საუბარი. მადლობა მინდა გადავუხადო ფილმის შემოქმედებით ჯგუფს და ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ქალბატონებისთვის ამ შესაძლებლობის მიცემისათვის. მსგავსი შეხვედრები დაწესებულებაში ხშრად ტარდება“, - აღნიშნა ნესტან ვერულაშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება, რაც მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics